Tuesday, 20 October 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის დასასრულს, მეცხრე დღეს ტრენერმა გაგვაცნო პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა და თითოეულმა მონაწილემ გავაკეთეთ ჩვენი პროექტისა და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია. მოვისმინე სხვათა ძალიან საინტერესო პროექტები.
ვფიქრობ, ტრენინგის ფარგლებში მიღებული გამოცდილება დამეხმარება ჩემი პროფესიული საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში.

Sunday, 18 October 2015

მერვე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა, აღვწერეთ სასწავლო პროცედურები. ვნახეთ და მოვისმინეთ ნინო ლაბარტყავას პრეზენტაცია "ინდივიდუალური მიდგომები სწავლების დროს".   დრაივზე ავტვირთე და ბლოგზე გავაზიარე ჩემი პორტფოლიო და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი


Saturday, 17 October 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

მეშვიდე დღეს ვიმუშავეთ გეგმის შაბლონზე - გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, ჩავწერეთ საბაზისო უნარ-ჩვევები და სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები. დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. 

Sunday, 11 October 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღის დასაწყისში გავიგეთ საავტორო უფლებების შესახებ. ვისწავლეთ ტექსტის ელექტრონული გასწორება. ბლოგზე ავტვირთეთ პროექტის პრეზენტაცია და ვიდეო. ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე.

მე ვხედავ მზეს

პროექტის პრეზენტაცია